TuttoJuve

Juve per sempre sarà

ო’რაილის იუვენტუსში თამაში სურს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბრაიტონის ნახევარმცველს მატ ო’რაილის იუვენტუსის რიგებში თამაში სურს.

24 წლის ფეხბურთელი ტურინულ გრანდში დუგლას ლუისის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება და რომანოს ცნობით, დანიელ ნახევარმცველს კარიერის ტურინში გაგრძელება უნდა.

იუვენტუსს ჯერჯერობით ბრაიტონისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს, რადგან პირველ რიგში ბიანკონერის დუგლას ლუისის გაყიდვა მოუწევს. ო’რაილის ტრანსფერზე ამ მომენტისთვის რამდენიმე გუნდი, მათ შორის მარსელი მუშაობს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

77 views
error: დაცული კონტენტი !