TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოპერაცია ვლაჰოვიჩი: სერბი მოტას გუნდის წამყვანი ფეხბურთელია

Tuttosport-ის ინფორმაციით, სანაკრებო პაუზის დროს ტიაგო მოტამ ყველაზე მეტი ყურადღება დუშან ვლაჰოვიჩს დაუთმო და სურს, რომ სერბი ფორვარდი ახალი იუვენტუსის წამყვანი ფიგურა გახდეს.

დუშანმა ნაკრებში თამაშზე უარი თქვა, ტურინში დარჩა და ინტენსიურად ვარჯიში გააგრძელა, რაც მომდევნო მატჩებში მას თავის უკეთ წარმოჩენასა და გუნდის ახალწვეულებთან, მათ შორის ტეუნ კოპმეინერსთან შეთამაშებაში დაეხმარება.