ოპენდას აგენტი ახალი გუნდის ძიებას შეუდგა
იუვენტუსს ლოი ოპენდას 44 მილიონად გამოსყიდვა მოუწია, თუმცა მისი ისტორია ტურინული გრანდის რიგებში სეზონის ბოლოს დასრულდება.
ოპენდა ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის და La Stampa-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტმა კლიენტისთვის ახალი გუნდის ძებნა უკვე დაიწყო.
ჩაგდებული სეზონის შემდეგ, იუვენტუსს კაპიტალის დაკარგვის გარეშე მისი გაყიდვა გაუჭირდება, ამიტომ ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური ვარიანტი ოპენდას იჯარით გაშვებაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
