ოპენდა ბენფიკასთან სასტარტოში იქნება
ლუჩიანო სპალეტი ბენფიკასთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.
Sky Sport-ის ცნობით, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდებიან შიკო კონსეისაუ, მიკელე დი გრეგორიო და ხეფრენ ტურამი.
მატჩის სათადარიგოთა სკამზე დაწყება მოუწევს ჯონათან დევიდსაც. კალიარისთან უსახური მატჩის შემდეგ, კანადელს სასტარტოში ლოი ოპენდა ჩაანაცვლებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
