ოფიცაილურად: ლიჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებში რჩება
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ დაადასტურა, რომ ევროპის ჩემპიონატის დატოვების მიუხედავად, ლუჩიანო სპალეტი აძურის სათავეში რჩება.
„პროექტის შეწყვეტა მისი დაწყებიდან 7-8 თვის შემდეგ გამორიცხულია. ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებში მინიმუმ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.
„პრობლემა არა მწვრთნელი, არამედ იტალიელი ფეხბურთელებისადმი გუნდების მიდგომაა. ჩვენმა 17-წლამდელთა გუნდმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ მათ მომავალში უმაღლეს დონეზე თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევათ.
„სერია ა-ში ფეხბურთელების 67 პროცენტი უცხოელი ფეხბურთელები არიან, რაც შემდგომში პრობლემას ნაკრებს უქმნის.“