TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: რუგანი აიაქსის ფეხბურთელია

აიაქსმა იუვენტუსიდან დანიელე რუგანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

რუგანიმ ტურინულ გრანდთან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ გაახანგრძლივა, თუმცა ტიაგო მოტას გუნდში მისვლამ მისი სიტუაცია შეცვალა და ბიანკონერიმ ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა.

რუგანი აიაქსს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, რომლის დროსაც ფეხბურთელის ხელფასს სრულად ნიდერლანდელები დაფარავენ. კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსასყიდი პუნქტი მითითებული არ არის, მაგრამ გუნდები ამ საკითხს სეზონის მსვლელობისას განიხილავენ.