TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოფიციალურად: მილიკმა იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

იუვენტუსმა არკადიუშ მილიკთან კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა.

პოლონელმა ფორვარდმა გუნდთან ხელშეკრულება 1 წლით, 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, ახალი კონტრაქტის მიხედვით მილიკის გასამრჯელო 2-ჯერ შემცირდება და 1.7 მილიონი ევრო იქნება.

აღსანიშნავია, რომ მილიკმა მიმდინარე სეზონში ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილის მიღებაზე უარი ნებაყოფლობით თქვა.

61 views
error: დაცული კონტენტი !