ოფიციალურად: მანუელ ლოკატელიმ იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
იუვენტუსის კაპიტანმა მანუელ ლოკატელიმ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
იტალიელი ნახევარმცველი ტურინული გრანდის ღირსებას 2030 წლის ზაფხულამდე დაიცავს, მისი გასამრჯელო 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
ლოკატელის მიმართ ინტერესი არაერთმა გუნდმა გამოთქვა, თუმცა ის ლუჩიანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა და მისი გაყიდვა არ განიხილება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
