TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: კალულუ იუვენტუსის ფეხბურთელია

იუვენტუსმა მილანიდან პიერ კალულუს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ფრანგი ფეხბურთელი ტურინული გრანდის რიგებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, რის სანაცვლოდაც როსონერი 3 მილიონ ევროს მიიღებს, მისი შემდგომში 14 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რასაც ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი, ამის გარდა კი მომავალში ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში თანხის 10 პროცენტი დაემატება.

კალულუმ იუვენტუსთან 5-წლიანი (1+4) კონტრაქტი გააფორმა და გასამრჯელოს სახით სეზონში 2.4 მილიონ ევროს მიიღებს. ფრანგი 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.