TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: ინტერი – იუვენტუსის მთავარი არბიტრი ცნობილია

შტუტგარტთან მძიმე მარცხის შემდეგ, იუვენტუსი ინტერთან უმნიშვნლეოვანესი მატჩისთვის მზადებას შეუდგა, რომელიც 27 ოქტომბერს ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

Lega Serie A-ს ცნობით, იტალიურ დერბის 43 წლის სპეციალისტი და სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო არბიტრი მარკო გუიდა განსჯის, ლაინსმენები კი ფილიპო მელი და სტეფანო ალასიო იქნებიან.

VAR-ის ოთახში პაოლო სილვიო მეცოლენი და მიკელ ფაბრინი იმუშავებენ.

გუიდამ იუვენტუსის მატჩი ამ სეზონში უკვე განსაჯა, ის შეხვედრა რომასთან ტურინში უგოლო ფრედ დასრულდა.