ოფიციალურად: დინ ჰეისენი რეალის ფეხბურთელია
მადრიდის რეალმა ბორნმუთიდან დინ ჰეისენის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
რეალი იუვენტუსის აკადემიის აღზრდილის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის, საიდანაც თანხის 15 პროცენტი იუვენტუსს ჩაერიცხება.
ტურინულმა გრანდმა ჰეისენის სანაცვლოდ საერთო ჯამში 25 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
