ოფიციალურად: ეკატორი იუვენტუსის ფეხბურთელია
იუვენტუსმა ჯენოადან ჯეფ ეკატორის ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდი ტურინულ გრანდს 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება.
იტალიელმა იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მისი გასამრჯელო სეზონში 1.3 მილიონი ევრო იქნება.
ჯერჯერობით უცნობია, დარჩება ის იუვენტუსში, თუ მომდევნო სეზონს იჯარის წესით სერია ა-ს რომელიმე გუნდში გაატარებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
Ufficiale | Jeff Ekhator è un nuovo giocatore della Juventus ⚪️⚫️
— JuventusFC (@juventusfc) July 1, 2026
Benvenuto! 👉🏻 https://t.co/drnOvj1E1v pic.twitter.com/CZejjvn6KI
