ნუნიესი იუვენტუსის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება
იუვენტუსი შეტევის ხაზის გასაძლიერებლად პოტენციური სამიზნეების ძიებას აგრძელებს და Tuttosport-ის ცნობით, ტურინელთა ერთ-ერთი სამიზნე დარვინ ნუნიესია.
ურუგვაელ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს არაბული ალ-ჰილალის დატოვება და ევროპაში დაბრუნება სურს.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს 26 წლის ფორვარდის გაფორმება დაახლოებით 30-35 მილიონი ევრო დაუჯდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
