ნიუბელი:“ იუვეს წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია, დელ პიერო ჩემი კუმირი იყო…“
შტუტგარტის კარის დარაჯმა ალექსანდრ ნიუბელმა იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„წინ ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო დაპირისპირება გველოდება. იუვენტუსი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და მათ წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია.
„ბავშვობაში იუვეს თამაშებს ხშირად ვუყურებდი, რადგან დელ პიერო ჩემი ერთ-ერთი კუმირი გახლდათ. ბუფონი ? სიტყვები ზედმეტია, ის უბრალოდ ლეგენდაა.“