TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნიცა ტოდიბოს იუვენტუსში გაშვებას დათანხმდა

ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, ჟან-კლერ ტოდიბოს იუვენტუსში ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიხურება.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის მოთხოვნის გამო, ვინც სხვა გუნდების წინადადებების განხილვაზე უარი თქვა, ნიცას ტურინული გრანდის წინადადების მიღება მოუწია.

24 წლის მცველი იუვენტუსს 1-წლიანი ფასიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით. ბიანკონერის მისი გაფორმება საერთო ჯამში 35 მილიონი ევროს ფარგლებში დაუჯდება.