TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნაპოლისთან გატის სასტარტოში დანილო შეცვლის

Sky Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლისთან მატჩში ფედერიკო გატის სასტარტო შემადგენლობაში დანილო შეცვლის.

გატიმ კოჭის ტრავმა პსვ-სთან მატჩის დროს მიიღო და საბედნიეროდ, მისი დაზიანება სერიოზული არ არის, თუმცა წყაროს ცნობით, ბიანკონერი გარისკვას არ აპირებს და დიდი ალბათობით ის სათადარიგოთა სკამზე დარჩება.

მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდება დანილო და ბრაზილიელ ფეხბურთელს შესანიშნავ ფორმაში მყოფი ნაპოლის შეტევის წინააღმდეგ მოუწევს თამაში…