TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონსეისაუ მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს არის

ფრანცისკუ კონსეისაუ სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს და მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი ახლოვდება.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა რომასთან მატჩის მსვლელობისას მიიღო, რის გამოც მას ემპოლისთან და პსვ-სთან შეხვედრების გამოტოვება მოუწია.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პორტუგალიელის სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებულად ვითარდება, ის გუნდს დიდი ალბათობით სანაკრებო პაუზის დაწყებამდე, კალიარისთან ან ლაიფციგთან ჩანიშნულ მატჩებში დაუბრუნდება.