TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნაპოლის ქომაგებს შესაძლოა იუვენტუსთან მატჩზე დასწრება აეკრძალოთ

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი – ნაპოლის მატჩზე შესაძლოა პარტენოპეის ქომაგებს შესვლა აეკრძალოთ.

სტუმარი გუნდისთვის გამოყოფილი 2,300 ბილეთი თავისუფალ გაყიდვაში გამოტანიდან რამდენიმე საათში ამოიწურა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები შესაძლო არეულობის თავიდან ასარიდებლად ნაპოლის ქომაგებისთვის მატჩზე დასწრების აკრძალვას განიხილავენ.

SportItalia-ს ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.