ნაპოლი ოსიმენის იუვენტუსში გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა…
ნეაპოლიტანური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, ნაპოლი ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის იუვენტუსში გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს ნიგერიელი ფორვარდის გასაფორმებლად 90 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
აქამდე იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუვენტუსი ოსიმენის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 85 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს…