ნაპოლი ლობოტკასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლი სტანისლავ ლობოტკასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს შეუდგა.
სლოვაკი ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და წყაროს ცნობით, მისი შენარჩუნება პირადად მაქს ალეგრიმ ითხოვა, ამიტომ პარტენოპეი ლობოტკასთან მოლაპარაკებებს შეუდგა.
იუვენტუსი სტანისლავის სიტუაციას აკვირდება და თუ ნაპოლიმ ფეხბურთელთან საერთო ენა ვერ გამონახა, მის გაფორმებას ეცდება. ლობოტკა ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთო პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
