TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნაპოლი და მილანი რაბიოს გაფორმებას ცდილობენ

რაც დრო გადის, ადრიენ რაბიოს იუვენტუსის მაისურით ხილვის შანსი სულ უფრო მცირდება.

იტალიელი ჟურნალისტის ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი ფრანგი ფეხბურთელისთვის შეთავაზების გაუმჯობესებას არც კი განიხილავს, ამიტომ ფრანგი დიდი ალბათობით თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვა გუნდს შეუერთდება.

წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში მილანისა და ნაპოლის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებები დაიწყეს. ფრანგს ფინანსურად უკეთეს პირობებს ნაპოლი სთავაზობს, სადაც ფეხბურთელის ხილვა პირადად ანტონიო კონტეს სურს, თუმცა რაბიოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა, ამიტომ მილანი მისი გაფორმების შანსს ინარჩუნებს.

იტალიური გრანდების გარდა, რაბიოს მიმართ ინტერესს ინგლისური გუნდები, ასევე რეალი და თურქული გალათასარაი იჩენენ…