ნაკრებებში იუვენტუსის 8 ფეხბურთელი გაემგზავრება
დღევანდელი მატჩის შემდეგ სეზონის პირველი სანაკრებო პაუზა დაიწყება და თავიანთი ქვეყნების ღირსებას იუვენტუსის 8 ფეხბურთელი დაიცავს.
ფედერიკო გატი, ანდრეა კამბიაზო და ნიკოლო ფაჯოლი იტალიის ნაკრებში ითამაშებენ, ნიკოლო სავონა კი აძურის 21-წლამდე ნაკრებს დაეხმარება.
კენან ილდისი თურქეთის, დანილო ბრაზილიის, ნიკო გონსალესი არგენტინის, ხუან კაბალი კი კოლუმბიის ნაკრებშია გამოძახებული.