ნაინგოლანი:“ სპალეტი ფენომენალური მწვრთნელია, იუვე იტალიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს“
ყოფილმა ფეხბურთელმა რაჯა ნაინგოლანმა ლუჩიანო სპალეტის შესახებ ისაუბრა.
„სპალეტი ფენომენალური მწვრთნელი და ადამიანია, მე მას პროფესიონალიზმის, თამაშის სტილის, ფეხბურთელებთან ურთიერთობის გამო ძალიან ვაფასებ.
„ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსში მისვლის შემდეგ, ტურინული გრანდი ბოლო თვეებში იტალიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. სპალეტი გუნდში სეზონის სტარტიდან რომ ყოფილიყო, გუნდი სკუდეტოსთვის აუცილებლად იბრძოლებდა და მომდევნო სეზონში იუვე ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
