TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტასა და კოპმეინერსს შორის საუბარი უკვე შედგა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტიაგო მოტასა და ტეუნ კოპმეინერსს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა, რომლის დროსაც ბიანკონერის მწვრთნელმა ნიდერლანდელი დაარწმუნა, რომ ტურინელები მის გასაფორმებლად ყველაფერს გააკეთებენ.

იუვენტუსსა და ნიდერლანდელს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს და ტურინული გრანდი ახლა საერთო ენის გამონახვას ატალანტასთან ცდილობს.

მხარეები კიდევ ერთ შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავენ და იუვენტუსი ბერგამოელებს გაუმჯობესებულ წინადადებას წარუდგენს (იხილეთ აქ).