TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტამ კიეზას აცნობა, რომ ის გუნდის გეგმებში აღარ შედის…

როგორც დაანონსებული იყო, იუვენტუსის მთავარ მწვრთნელს ტიაგო მოტასა და ფედერიკო კიეზას შორის პრიველი შეხვედრა გაიმართა.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, მოტამ კიეზას აცნობა, რომ ის გუნდის პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად აღარ მოიაზრება, ამიტომ იტალიელის გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ფეხბურთელის აგენტი ლონდონში იმყოფება, სადაც ჩელსისა და არსენალის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და იუვენტუსს იმედი აქვს, ინგლისური გრანდები კიეზას სანაცვლოდ ოფიციალურ წინადადებას უახლოეს პერიოდში წარადგენენ.