TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოტამ იუვენტუსში პირველი ისტორიული შედეგი დააფიქსირა

ტიაგო მოტამ იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი გამართა და მან ისტორიული შედეგის დაფიქსირება უკვე მოასწრო.

კომოსთან მატჩში ტურინული გრანდის სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 24 წელი და 122 დღე გახლდათ, რაც იუვენტუსის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აქამდე აღნიშნულ სტატისტიკას მარჩელო ლიპის გუნდი ლიდერობდა, 1998 წლის იუვენტუსის საშუალო ასაკი ერთ-ერთ მატჩში 24 წელი და 340 დღე გახლდათ.

კომოსთან მატჩში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში 27 წლის გლეისონ ბრემერი გახლდათ.

32 views
error: დაცული კონტენტი !