მოტას იუვენტუსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სტარტი აქვს…
ნაპოლისთან მარცხის შემდეგ, ტიაგო მოტამ იუვენტუსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა.
ტურინულ გრანდს მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ჩატარებულ 22 მატჩში მხოლოდ 8 გამარჯვება აქვს, რაც პროცენტულად 38.71-ა და იუვენტუსის ისტორიაში მე-3 ყველაზე ცუდი შედეგია.
აქამდე უფრო ცუდი შედეგი მხოლოდ ალბერთო ძაკერონის (38.1%) და სანდრო პუპოს (24.19%) ჰქონდათ…