მოტას გუნდი სრული შემადგენლობით 30 ივლისიდან ეყოლება
იუვენტუსი გერმანიაში სეზონისთვის მზადებას აგრძელებს, ტიაგო მოტას გუნდი პირველ ამხანაგურ მატჩს ნიურნბერგის წინააღმდეგ 26 ივლისს გამართავს, რის შემდეგაც ტურინში დაბრუნდება და ვარჯიშს კონტინასაზე გააგრძელებს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 30 ივლისს გუნდს ის ფეხბურთელები შეუერთდებიან, რომლებიც ჯერ კიდევ შვებულებაში არიან.
დუგლას ლუისი, დანილო, ბრემერი და კენან ილდისი 29 ივლისს J Medical-ში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, მომდევნო დღეს კი ინისი ტიაგო მოტას განკარგულებაში იქნებიან.