კონსეისაუს იუვენტუსში თამაში სურს
პორტუგალიური გამოცემა Recrod-ის ინფორმაციით, პორტუს ვინგერს ფრანცისკო კონსეისაუს იუვენტუსში გადასვლა სურს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ფეხბურთელის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან, ვისთანაც გუნდს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
გამოცემის ინფორმაციით, კონსეისაუს მიმართ ინტერესს სხვა რამდენიმე გუნდი, მათ შორის ლაიფციგიც იჩენს, მაგრამ ფეხბურთელის პრიორიტეტი იუვენტუსში გადასვლაა.
კონსეისაუს გამოსასყიდი თანხა 45-50 მილიონია, თუმცა პორტუგალიელები მის 30-35 მილიონად გაშვებაზე წინააღმდეგები არ იქნებიან.