TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ რთული მატჩი გველოდება, მაგრამ მზად ვართ“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ პსვ-სთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ემოციები ? სტადიონზე დიდებული ატმოსფეროა, შესანიშნავი გარემო ფეხბურთისთვის და ჩვენ ამ საღამოსთვის მზად ვართ. წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება და ვიცით, რომ თითოეული წუთი და მომენტი უმნიშვნელოვანია, ამიტომ კონცენტრაციის დაკარგვის უფლება არ გვაქვს.

„პსვ დიდებულ ფორმაშია, ისინი თავიანთ ჩემპიონატში დომინირებენ და ეჭვგარეშეა, რომ სასურველი შედეგის მოსაპოვებლად ძალიან კარგი მატჩის ჩატარება მოგვიწევს.

„მაკკენი ? ის კარგ ფორმაშია და გუნდის დასახმარებლად მზად არის. მე მისგან ველოდები იმას, რასაც სხვა დანარჩენებისგან, დავიცვათ თავი მთელი გუნდით, ხოლო როდესაც ბურთი გვაქვს შეტევაში ვიყოთ პროდუქტიულები. გასულ 2 მატჩში შეტევაში გარკვეული ხარვეზები გვქონდა, ამის უფლებას ჩვენ საკუთარ თავს ვეღარ მივცემთ.

„ვლაჰოვიჩი ? როგორც დაცვაში, შეტევაში თამაში მხოლოდ ვლაჰოვიჩის მოვალეობა არ არის, შეტევის კარგად წარმართვაში მონაწილეობას თითოეული ფეხბურთელი, მათ შორის მეკარე იღებს.“