TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოტა ვლაჰოვიჩის მიმართ ნდობას არ კარგავს

ვლაჰოვიჩმა სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, ტიაგო მოტა სერბი ფორვარდის მიმართ ნდობას არ კარგავს და ის გუნდის პროექტის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოიაზრება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მოტა მიიჩნევს, რომ ვლაჰოვიჩის მთავარი პრობლემა არა ტექნიკური, არამედ მენტალური ასპექტია და ამ საკითხზე ბიანკონერის მწვრთნელი დუშანთან აქტიურად მუშაობს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსის გეგმები ვლაჰოვიჩის მომავალთან დაკავშრებით არ იცვლება და უახლოეს პერიოდში ბიანკონერი სერბის ახალ კონტრაქტზე მუშაობას დაიწყებს.

41 views
error: დაცული კონტენტი !