TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე შესნის ნაპოლისთან მატჩის წინ გაცილებას მოუწყობს

იუვენტუსი ვოიცეხ შესნის ნაპოლისთან მატჩის წინ გამოემშვიდობება.

პოლონელი კარის დარაჯი, ვინც კარიერა იუვენტუსთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ დაასრულა, ნაპოლისთან შეხვედრის წინ მოედანს საპატიო წრეს დაარტყავს და ქომაგებს მასთან გამომშვიდობების საშუალება ექნებათ.

34 წლის ფეხბურთელმა ტურინული გრანდის რიგებში 252 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 103-ჯერ შეინახა.