TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა NextGen-ის ტალანტის დაწინაურებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტიაგო მოტა იუვენტუსის NextGen-ის ტალანტის ნიკოლო სავონას ძირითად გუნდში დაწინაურებას გეგმავს.

21 წლის მარჯვენა მცველმა NextGen-ში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ამიტომ ის სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდს ძირითად გუნდთან ერთად გაივლის და არ არის გამორიცხული, სავონა მომდევნო სეზონში როტაციის ფეხბურთელი გახდეს.