TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ ნაპოლი სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატია, წინ რთული მატჩი გველოდება“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ ნაპოლისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ნაპოლი ძლიერი გუნდია და გვინდა, ღირსეული მეტოქის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენოთ, ვითამაშოთ მაქსიმალური სერიოზულობით, კონცენტრაციით და ჩვენი ქომაგების წინ კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

„გატი ? ის გუნდის დასახმარებლად მზად არის. ტრავმების გამო მხოლოდ მილიკი და კონსეისაუ ვერ დაგვეხმარებიან.

„კონტე ? მე მასთან 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვიმუშავე, ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, თუმცა ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით. ანტონიოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

„არის თუ არა ნაპოლისთვის უპირატესობა, რომ ისინი ევროპულ ტურნირებზე არ თამაშობენ ? არ ვიცი, ჩვენ დატვირთული კალენდარისთვის მზად ვიყავით და ეს თავის გასამართლებელი საბუთი ვერ იქნება, ნაპოლი კი არის გუნდი, რომელიც სკუდეტოსთვის აუცილებლად იბრძოლებს.

„ვლაჰოვიჩი ? მას, როგორც სხვა ნებისმიერ ფეხბურთელს, უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ განვითარებაზე მუშაობა გააგრძელოს. მისი და სრულიად გუნდის თამაში კვირიდან კვირამდე უმჯობესდება, ის იღიმის, ეხმარება გუნდს და არის პოზიტიურად განწყობილი. გასულ მატჩში მან თანაგუნდელებს ბევრი შანსი შეუქმნა, რაც უმნიშვნელოვანესია.

„მინდა თუ არა კონტეს მსგავსი კვალის დატოვება იუვეში ? მე ბედნიერი და იღბლიანი ვარ, რომ აქ მუშაობის საშუალება მაქვს.

„სასტარტო შემადგენლობა ? ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. ჩემთვის არ არსებობს სასტარტო და სათადარიგო ფეხბურთელები, არიან ისინი, რომელთაც ხვალ გამოვიყენებთ, სხვები კი დროს მომდევნო მატჩში მიიღებენ. არ აქვს მნიშვნლეობა, დაიწყებ თუ არა სასტარტოში, მთავარია გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯო.

„როგორ შევაჩერებთ კვარას ? მე სხვა გუნდის ფეხბურთელებზე არასოდეს ვსაუბრობ. ჩემი ფეხბურთელები მოედანზე არასოდეს გადიან იმაზე ფიქრით, რომ ვინმესთან ძალით უხეშად ითამაშებენ, ჩვენ სასურველი შედეგის მოპოვება ჩვენი ფეხბურთის თამაშით გვსურს.

„ლუისი და კოპმეინერსი ერთად ? ეს სრულიად შესაძლებელია. როდესაც შენ ძლიერი ფეხბურთელები გყავს, გამოსავალს აუცილებლად იპოვნი.“