TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ მნიშვნელოვანი გამარჯვება, გუნდი სულ უფრო უკეთესი ხდება“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ჯენოასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„პირველ ნახევარში ჯენოა თავს ორგანიზებულად იცავდა და მომენტების შექმნა გვიჭირდა, მეორე ტაიმში კი მეტი სივრცე გამოჩნდა და ეს ილდისმა და ჩვენმა სხვა ბიჭებმა კარგად გამოიყენეს.

„გუნდი სრულ ჰარმონიაში თამაშობდა, შევქმენით ბევრი მომენტი და ბევრიც გავიტანეთ, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ მატჩიდან მატჩამდე უკეთესები ვხდებით და ვიცით, რომ განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს.

„რა ვუთხარი გუნდს შესვენებაზე ? ტაქტნიკური მონახაზების გარდა, ბევრი არაფერი. დღეს თითოეულმა ფეხბურთელმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. ქომაგების გარეშე კარგად ისმის, რომ მათ შორის კომუნიკაცია მაღალ დონეზეა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„კიდევ ერთი მატჩი გოლის გაშვების გარეშე ? ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ სოლიდური გუნდი ვართ. დაცვაში კარგი თამაში არა მხოლოდ მცველების, არამედ სრულიად გუნდის, მათ შორის შემტევების დამსახურებაა. ჩვენ ძლიერი მცველები გვყავს, მაგრამ მხოლოდ მცველები ვერაფერს გახდებიან, თუ თანაგუნდელებმა თავიანთი საქმე არ გააკეთეს.

„ვლაჰოვიჩი ? ის ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ყალიბდება. ის ძალიან პოზიტიური და ყოველთვის მაქსიმალურად მოტივირებულია, მაშინაც კი, როდესაც რთული მომენტი აქვს. ის ვარჯიშებსა და უშუალოდ მატჩებში გუნდისთვის ყოველთვის 100 პროცენტით იხარჯება, დუშანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.“