TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა ლიპის კვალდაკვალ…

ტიაგო მოტას ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი მწვრთნელის ამპლუაში წარმატებული გამოუვიდა.

იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტის გუნდმა შესანიშნავ ფორმაში მყოფი პსვ დაჯაბნა, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და მომდევნო ეტაპზე გასვლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

იუვენტუსმა პსვ 3-1 დაამარცხა და აქამდე სადებიუტო მატჩში იმავე შედეგის დაფიქსირება ბიანკონერის ლეგენდარულმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ დააფიქსირა. 1995 წელს ლიპის გუნდმა დორტმუნდი 3-1 დაამარცხა, მომდევნო სეზონში კი იტალიელი სპეციალისტის თაოსნობით ბიანკონერიმ ჩემპიონთა ლიგა ტრიუმფით დაასრულა.