ატალანტას დირექტორი:“ კოპმეინერსი იუვეში ? ტურინელებისთვის უარის თქმა ძალიან ძნელია“
ატალანტას სპორტულმა დირექტორმა ტონი დ’ამიკომ ტეუნ კოპმეინერსის იუვენტუსში ტრანსფერთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა.
„კოპმეინერსის საგა ? ატალანტას ფეხბურთელისთვის იუვენტუსის დონის გუნდისთვის უარის თქმა ძალიან რთულია.
„ჩვენი მიზანი ყოველთვის ტეუნის შენარჩუნება იყო, რადგან ის ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ მისმა ქცევამ ეს შეუძლებელი გახადა. კოპმეინერსი ვარჯიშზე უარს ამბობდა და ბაზაზე 3 კვირა არ მოდიოდა.
„არის მომენტები, როდესაც გუნდს ფეხბურთელის გაშვების გარდა სხვა გზა არ რჩება.“