TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ გვესმის, რომ შეტევაში უკეთ თამაში გვმართებს“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ ჯენოასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„დანილო სასტარტოში ? მე როგორც მას, ასევე გუნდის თითოეულ წევრს ბოლომდე ვენდობი და ვიცი, რომ ისინი გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან. ჩვენ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავს და მჯერა, სასტარტო თერთმეტეული თავს შესანიშნავად წარმოაჩენს.

„კრიტიკა გოლების ნაკლებობის გამო ? ეს სრულიად ნორმალურია, იუვენტუსისგან ყველა ყოველთვის მაქსიმუმს ელოდება და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ჩვენ დაცვაში ძალიან სოლიდურები ვართ, ამ სეზონში მხოლოდ 1 გოლი გავუშვით, მაგრამ შეტევაში თამაშს უნდა მოვუმატოთ.

„რუჰი სასტარტოში ? კამბიაზომ და კაბალმა თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს, ამ კვირაში კი იონასმა ვარჯიშებზე ბევრი იმუშავა და სასტარტოში ყოფნა დაიმსახურა.“