მოტა:“ ჩვენ განვითარება უნდა გავაგრძელოთ“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ პსვ-სთან მატჩი შეაფასა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ძალიან დაბალანსებული და რთული შეხვედრა გახლდათ. ჩვენ უფრო გაბედულები ვიყავით და მეტოქის საჯარიმოს მეტი ფეხბურთელით ვუტებდით, რითიც არაერთი მომენტი შევქმენით და შეგვეძლო, სხვაობა პირველივე ტაიმში გაგვეზარდა.
„ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის, ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია და თითოეული ჩვენგანი, მათ შორის კი პირველ რიგში მე განვითარება უნდა გავაგრძელოთ.
„ცვლილებები ნახევარდაცვაში ? ჩვენ თამაში ყოველ 3 დღეში ერთხელ გვიწევს, ამიტომ როტაცია გარდაუვალია. მე 5 უმაღლესი დონის ნახევარმცველი მყავს და მოედანზე გადიან ის ფეხბურთელები, რომლებიც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაში არიან.
„მაკკენი ? ის სხვებზე მეტს თამაშობს, რადგან უესს განსხვავებული მახასიათებლები აქვს, მისი უნივერსალობა ჩვენთვის ძალიან მნიშნვლეოვანია.
„ვლაჰოვიჩი ? მან, როგორც სხვა ცვლილებებმა, ძალიან კარგად ითამაშეს. დუშანი ძალიან მოტივირებულია და გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად არის.“