TuttoJuve

Juve per sempre sarà

მორატას პრიორიტეტი იუვენტუსში დაბრუნებაა

ცნობილი ჟურნალისტისა და სატრანსფერო ექსპერტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, ალვარო მორატას მიმართ არსებული დიდი ინტერესის მიუხედავად, ესპანელი ფორვარდის პრიორიტეტი იუვენტუსში დაბრუნებაა.

წყაროს ცნობით, მორატას აგენტმა ფეხბურთელის სამსახური იუვენტუსს უკვე შესთავაზა და თუ ბიანკონერიმ მისი გაფორმება გადაწყვიტა, ესპანელთან საერთო ენის გამონახვა პრობლემა არ იქნება.

მორატას კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, ნებისმიერ გუნდს ალვაროს გამოსყიდვა 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია. იუვენტუსი მას კინის ან მილიკის შემცვლელად მოიაზრება.

77 views
error: დაცული კონტენტი !