მორატას იუვენტუსში დაბრუნება სურს, თუმცა არც სხვა იტალიურ გუნდებს გამორიცხავს
ატლეტიკოს ფორვარდი ალვარო მორატა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდულ გრანდს დატოვებს და მისი გაფორმების სურვილი არაერტმა ევროპულმა თუ არაბულმა გუნდმა გამოთქვა.
Tuttosport-ის ინფორმაციით, მორატამ არაბების მსუყე შეთავაზებები უარით გაისტუმრა და მისი პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა.
წყაროს ცნობით, ესპანელს იუვენტუსში დაბრუნება სურს, მაგრამ თუ ტურინული გრანდი მის გაფორმებაზე უარს იტყვის, ალვარო რომასა და მილანის ვარიანტებსაც განიხილავს, რომლებიც მის მიმართ ინტერესს იჩენენ.