TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მორატა:” მე ატლეტიკოში ვრჩები”

ატლეტიკოს ფორვარდმა ალვარო მორატამ დაადასტურა, რომ ის გუნდის დატოვებას არ აპირებს და მომდევნო სეზონს მადრიდული გრანდის რიგებში გაატარებს.

მორატა არკადიუშ მილიკისა და მოიზე კინის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ესპანელი ფორვარდი ატლეტიკოს დატოვებას არ აპირებს.

მორატას გარდა, იუვენტუსი მატეო რეტეგის ტრანსფერით ინტერესდება, მაგრამ პრობლემა ჯენოას მხრიდან მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 35-40 მილიონი ევროა.