TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მონტოლივო:“ იუვეს ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ“

მილანისა და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო მონტოლივომ ემპოლი – იუვენტუსის მატჩი შეაფასა.

„იუვენტუსის ფეხბურთელებს შორის შეთამაშების პრობლემაა, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ტიაგო მოტას გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია და მათ ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდებათ.

„დღეს ემპოლიმ ძალიან კარგად ითამაშა, გუნდი დაცვაში ორგანიზებული იყო და სივრცეებს ფაქტობრივად არ ტოვებდა, ილდისმა და გონსალესმა კი მეტოქე გუნდის დაცვის გაწელვა და სივრცეების შექმნა ვერ შეძლეს.

„ვფიქრობ, იუვენტუსს გაცილებით მეტი შეუძლია, მაგრამ ჩვენ გუნდს დრო უნდა მივცეთ.“