მონცა შესნისთან შეთანხმებას მიმდინარე კვირის ბოლომდე ეცდება
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მონცა იუვენტუსის კარის დარაჯის ვოიცეხ შესნის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ინფორმაციით, ბიანკონერი პოლონელი კიპერის უფასოდ გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა მისი მაღალი ხელფასია და მონცა ითხოვს, რომ იუვენტუსმა მომდევნო სეზონში შესნის წლიური გასამრჯელოს გარკვეული წილი დაფაროს.
იუვენტუსსა და მონცას შორის შესანიშნავი ურთიერთობაა და თუ შესნიმ ლომბარდიულ გრანდში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, მხარეებს შეთანხმება არ გაუჭირდებათ.