TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მონცა შესნის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

იუვენტუსსა და მონცას შორის ვოიცეხ შესნის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

ლომბარდიული გუნდი მიკელე დი გრეგორიოს შემცვლელის ძიებაშია და ადრიანო გალიანის პრიორიტეტული სამიზნე სწორედ იუვენტუსის პოლონელი კარის დარაჯია.

იუვენტუსსა და მონცას შესნის თაობაზე საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებათ, თუმცა პრობლემა ფეხბურთელის მაღალი ხელფასი – 6 მილიონი ევროა. მონცა იუვენტუსისგან მისი გასამრჯელოს ნაწილის დაფარვას ითხოვს.

თუ მონცას პოლონელის გაფორმება არ გამოუვიდა, გალიანი ატალანტადან პიერლუიჯი გოლინის გაფორმებას ეცდება.