მონაკოს მცველი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის გაძლიერებას გეგმავს და დამიენ კომოლის ერთ-ერთი ამოცანა მარჯვენა მცველის გაფორმება იქნება.
Tuttosport-ის ცნობით, ბიანკონერის ერთ-ერთ სამიზნე მონაკოს ფეხბურთელი ჯორდან ტეზე გახლავთ.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს 26 წლის ნიდერლანდელის გაფორმება, რომელსაც როგორც ფლანგზე, ასევე ცენტრში შეუძლია თამაში, დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
