მონბლანო:“ ვფიქრობ, მოტას იუვენტუსიდან წასვლა გარდაუვალია“
იტალიელმა ჟურნალისტმა და იუვენტუსის ინსაიდერმა ლუკა მომბლანომ დაადასტურა, რომ ტიაგო მოტა ტურინული გრანდის დატოვებასთან ახლოს არის.
„კრისტიანო ჯუნტოლი გუნდში არსებული პრობლემების მთავარ მიზეზად ტიაგო მოტას მიიჩნევს. ის თვლის, რომ ამ პრობლემების გადაჭრა ძალიან რთული იქნება, ამიტომ კრისტიანო მოტას შემდგომ იუვენტუსზე ფიქრს უკვე შეუდგა.
„მოტას ტურინულ გრანდში დარჩენის შანსი 3 პროცენტზე ნაკლებია.“
