მომბლანო:“ კიეზა იუვენტუსს დატოვებს“
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას იუვენტუსში დარჩენის შანსი ძალიან მცირეა.
წყაროს ცნობით, ტიაგო მოტამ კიეზას გაყიდვას მწვანე შუქი აუნთო და თუ არჩევანის გაკეთება ფედერიკოსა და მატიას სულეს შორის მოუწევს, ის არგენტინელის შენარჩუნებას ითხოვს.
მომბლანოს ცნობით, იუვენტუსი კიეზას სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.