მოჯი:“ ტუდორი ლიდერია, იგორის მთავარი ძალა მისი მენტალობაა“
იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„იგორ ტუდორი შესანიშნავად მუშაობს და ეს გასაკვირი არ არის. ტუდორის მთავარი დადებითი მხარე ყოველთვის მისი მენტალობა იყო, იგორი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი არ გახლდათ, თუმცა მან თავისი ძლიერი მენტალობით იუვენტუსში ადგილი დაიმკვიდრა და ახლა ის ამ ყველაფერს მწვრთნელის ამპლუაში იყენებს.
„ჩემი რჩევა ტუდორს ? მე მას ვურჩევდი, რომ ვლაჰოვიჩი თავის ჯოეკრად აქციოს და სერბი სათადარიგოთა სკამიდან გამოიყენოს, ასეთ დროს დუშანი უფრო მოტივირებულია და მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია.
„იუვენტუსის ამბიციები ? თუ ყველაფერი კარგად წავიდა, იუვენტუსი ოთხეულში ადგილს მარტივად დაიმკვიდრებს, თუმცა ამისთვის მათ სტაბილურობა სჭირდებათ. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ზაფხულში ნახევარმცველსა და მცველს გავიფორმებდი, შეტევაში კი ამდენი ფეხბურთელი საჭირო არ არის.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
