TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოჯი:“ მოტა კარგად მუშაობს, მაგრამ იუვე ჯერ ტიტულისთვის მზად არ არის“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ Tuttomercato-სთან ინტერვიუში ბიანკონერის ახალ პროექტზე ისაუბრა.

„იუვენტუსის პროექტი ჩვენ შორეულ პერსპექტივაში უნდა შევაფასოთ. გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, ბიანკონერის ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს, რომელიც ჯერჯერობით ტიტულის მოსაპოვებლად მზად არ არის, მაგრამ მე იუვეს პროექტი ძალიან მომწონს. ერთ წელში გამარჯვებული გუნდის აშენება შეუძლებელია, თუმცა ტურინელებს დიდი პოტენციალი აქვთ.

„მოტა ? მას ტრავმების გამო საკმაოდ რთული პერიოდის გამოვლა მოუწია, ბრემერი, კოპმეიენრსი და სხვები, თუმცა საერთო ჯამში მე ტიაგო მოტას მუშაობით კმაყოფილი ვარ. ჯუნტოლიმ თავისი საქმე ძალიან კარგად იცის და რამდენიმე წელში იუვენტუსი ჩვეულ დონეს დაუბრუნდება.

„სკუდეტო ? ტიტულისთვის ნაპოლი და ინტერი იბრძოლებენ, მათთან ყველაზე ახლოს კი ატალანტაა, თუმცა ლა დეას ხშირად სხვა პრიორიტეტები აქვს. გასპერინი დიდებული მწვრთნელია, მას გუნდისთვის ფული მოაქვს, პარალელურად კი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.“